ქარელის რაიონში დედა-შვილი მოკლეს

ქარელის რაიონში დედა-შვილი მოკლეს

ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი მოკლეს. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიებია 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საქმეზე დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ ორი დღის წინ, ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა, თუმცა მეზობლებმა მომხდარის შესახებ დღეს შეიტყვეს და სამართალდამცველებს აცნობეს.

იხილეთ ვიდეო: "დილით მეზობელმა დაუძახა და დაინახა მკვდარი" - კადრები ტახტისძირიდან, სადაც დედა-შვილი მოკლეს

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია