რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ფანჯრიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვი გადავარდა

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ფანჯრიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვი გადავარდა

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს პირველი სართულის ფანჯრიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვი გადავარდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა ნატო თოფურიამ განაცხადა, შემთხვევა დღეს დილით მოხდა, ბავშვი პალატაში დედასთან ერთად იმყოფებოდა, მშობლის გადმოცემით, ის წყლის მისატანად გავიდა და დაბრუნებისას ბავშვი პალატაში აღარ დახვდა.

,,ბავშვს საჭირო გამოკვლევები დაუყოვნებლივ ჩავუტარეთ, თუმცა პრევენციის მიზნით, იაშვილის კლინიკაში მაინც გადავიყვანეთ. გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, თუმცა შინაგანი ორგანოების გამოკვლევის მიზნით საჭიროდ ჩავთვალეთ კატასტროფის ჯგუფი გამოგვეძახა და იაშვილის კლინიკაში გადაგვეყვანა“, - განაცხადა ნატო თოფურიამ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, 112-ზე შესული შეტყობინების საფუძველზე, ჩატარდა წინასაგამოძიებო ღონისძიებები, გამოიკითხა დედა და თვითმხილველები. ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ის იაშვილის კლინიკიდან გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, უკვე გაწერეს.

იხილეთ ვიდე

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი