ჯიპისი - 22 წელი და კვლავ ახალი

ჯიპისი - 22 წელი და კვლავ ახალი

პასუხისმგებლობა, ზრუნვა და გულწრფელი ურთიერთობა მომხმარებლებთან - ეს ის პრიორიტეტული საკითხებია, რაზეც დგას "ჯიპისის" ბრენდი და რა მიმართულებითაც ვითარდება კომპანია. 22 წლის მანძილზე "ჯიპისი" მუდმივად ცდილობდა სტანდარტული ჩარჩოებიდან გასვლას, არ ყოფილიყო "მხოლოდ აფთიაქი" და მომხმარებლისთვის განსხვავებული სერვისი და პროდუქცია შეეთავაზებინა. სწორედ ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა "ჯიპისი" როგორც სიახლეების შემომტანი და ახალი სტანდარტების დამამკვიდრებელი ბრენდი ფარმაცევტულ ბაზარზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

22 წლის მანძილზე "ჯიპისი" მუდმივად ამტკიცებდა, რომ იყო "მეტი ვიდრე აფთიაქი" და დღეს, დაგროვილი გამოცდილების, გაზრდილი პასუხისმებლობის ფარგლებში აღნიშნული მიზანი უფრო მეტად აქტუალური ხდება. 22 წელი სრულიად საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ კომპანიამ აიღოს მეტი პასუხისმგებლობა და სამომავლოდ გაცილებით დიდი მიზნები დასახოს. თუმცა, მიუხედავად ამბიციური გეგმებისა, "ჯიპისის" მთავარი ხაზი იყო და რჩება აფთიაქი. ბრენდის მისია ხომ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და ჩვენი ხედვაც ამას ეფუძნება: "ჯანმრთელობა - პირობა სიცოცხლის, სილამაზის, სიმშვიდის, სიხარულის... ("ჯპს)".

12 ივნისს, ახალი კონცეფციის და განახლებული ფორმატის აფთიაქიდან "ჯიპისი" იწყებს ახალ ეტაპს ბრენდის ისტორიაში. ეს იქნება სრულიად განსხვავებული მიდგომა ჩვენ რეალობაში და ახალი გამოწვევა ფარმაცევტული ბაზრისთვის. მეტი ასორტიმენტი, მეტი "ჯანსაღი პროდუქტი, მეტი შეთავაზება, მეტი ფასდაკლება, მეტი სიახლე, მეტი კომუნიკაცია... უბრალოდ ეს იქნება "მეტი - ვიდრე აფთიაქი".

#ჯპს #მეტივიდრეაფთიაქი #22 წელი

იხილეთ ფოტოგალერეა

R

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი