ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს

ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს

წამყვანი ბრენდების ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი - ეს ყველაფერი ელიტ ელექტრონიქსმა ერთ სივრცეში გააერთიანა და ახალი მაღაზია გახსნა ქალაქ ოზურგეთში. კომპანია ადგილობრივ მოსახლეობას მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით გრანდიოზულ ფასდაკლების აქციას სთავაზობს ყველა პროდუქტზე, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით შეძენისას.

მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდები - Apple, Samsung, LG, Sony, Bosch, Siemens, Gorenje, Philips, Acer და Lenovo. ელიტ ელექტრონიქსი არის Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, Bosch-ის, Siemens-ის და Gorenje-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი, აგრეთვე LG-ს და Samsung-ის ოფიციალური რითეილ პარტნიორი.

ელიტ ელექტრონიქსი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 21 წელია მოღვაწეობს და მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებელს, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს.

ელიტ ელექტრონიქსი ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით არის წარმოდგენილი. საუკეთესო პროდუქტი, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა და მომსახურების მაღალი დონე - ყოველივე ეს განაპირობებს ელიტ ელექტრონიქსის დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი