"ალბათ მალე ამასაც ამოგვიგდებენ იუნესკოდან..." - რა ფოტოებს ავრცელებს უშგულიდან თვითმხილველი

"ალბათ მალე ამასაც ამოგვიგდებენ იუნესკოდან..." - რა ფოტოებს ავრცელებს უშგულიდან თვითმხილველი

ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი ჟვანია "ფეისბუქზე" უშგულში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, სადაც იქ არსებული მდგომარეობა კარგად არის ასახული.

"ეს ხდება უშგულში. დაემსგავსა აქაურობაც ბაკურიანს და ქობულეთს. უშგული არის იუნესკოს ძეგლი. ორი წელია შენობის პროექტს ვათანხმებ ძეგლთა დაცვის სააგენტოში, მესამე ვარიანტი დავამუშავეთ ძალიან ფრთხილად, დეტალური კვლევით, მასალების მოძიებით, ტრადიციული არქიტექტურის შესწავლით, მივედით მისაღებ ეტაპზე და ეხლა იუნესკოში ვგზავნი შეფასებისთვის. ადგილობრივ დამკვეთსაც უნდა რომ ააშენოს კულტურული მემკვიდრეობის მიხედვით, სახელმწიფო და საერთაშორისო კანონის დაცვით, ადგილის, ისტორიის და მომავლის პატივისცემით. ესეთი არის ერთი ან ორი. დანარჩენი გამგეობის დონის ნებართვასაც არ თვლის საჭიროდ და ეს ყველაფერი უპროექტო, უნებართვო და უკანონოა იქ სადაც წინაპრებმა ლამარია, კოშკები, მაჩუბები და მსოფლიო მემკვიდრეობა დატოვეს. გამკითხავიც არავინ არის სახელმწიფოს მხრიდან ყური შეიბერტყოს და პასუხი მოჰკითხოს. სადღეგრძელოები იცოცხლე ისმება. აი ეს ვართ. აი ეს მოსდის ღარიბი ეკონომიკის სუსტ სახელმწიფოს ანგარებიანი და უკულტურო საზოგადოებით, რომელიც არაფერს დაგიდევს ოღონდ ქართულ ლუდში ტურისტს ოთხი ლარი გადაახდევინოს და ლამარიას ხედზე ბლოკის ჯოჯო და კოკა კოლის ქოლგები ჩათხაროს. ალბათ მალე ამასაც ამოგვიგდებენ იუნესკოდან ბაგრატის მერე, აღარავის ენდომება აქ ჩამოსვლა და დავუტოვოთ თაობებს ბაზრის დარეგულირებული მემკვიდრეობა", - წერს ჟვანია. მისი პოსტი "ფეისბუქზე" უამრავმა ადამიანმა გააზიარა. საზოგადოება სახელმწიფოს აღნიშნულ ფაქტზე სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში არაჩვეულებრივი ძეგლი -  ზემო სვანეთის ისტორიული დასახლება, უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში 1996 წელს შეიტანეს. რაც შეეხება ბაგრატის ტაძრის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღების საკითხს, გადაწყვეტილება 2013 წელს იქნა მიღებული. ამის მიზეზი ტაძრის დაჩქარებული რესტავრაცია გახდა.

წაიკითხეთ: იუნესკოს ქართული ძეგლები - რა მდგომარეობაშია ჩვენი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი