ინოვაცია დასაქმების ქართულ ბაზარზე

ინოვაცია დასაქმების ქართულ ბაზარზე

ვიდეო ვაკანსია - ინოვაცია, რომელიც ქართულ ბაზარზე ინერგება, დასაქმების პროცესს გაამარტივებს როგორც სამსახურის მაძიებლისთვის, ისე დამსაქმებლისთვის. ინოვაციის ავტორი "პალიტრა მედია ჰოლდინგია".

ვიდეო ვაკანსიაში მსგავს პოზიციაზე უკვე დასაქმებული ადამიანები აღწერენ სამსახურის სპეციფიკას, მის დადებით და უარყოფით მხარეებს, საჭირო ცოდნასა და უნარებს. სწორი მესიჯების მიღების შედეგად ადამიანი უკეთ გააცნობიერებს, როგორ და რა პირობებში მოუწევს მას მუშაობა დასაქმების შემთხვევაში და დამსაქმებელიც უფრო ჩამოყალიბებულ და საქმეზე კონცენტრირებულ კადრს მიიღებს.

"ვიდეო ვაკანსია ახალი თანამშრომლის აყვანის ძალიან საინტერესო გზაა. ადამიანის ცხოვრებაში ახალი სამსახური ცხოვრების ახალი ეტაპია. ვიდეო ვაკანსიის მეშვეობით კი კანდიდატი სამსახურში მოსვლამდე უკეთესად გაიცნობს სამუშაო გარემოს და იმ ადამიანებს, რომლებიც იქ დახვდებიან. ამით პოტენციურ დასაქმებულებს კომპანიამდე მოსასვლელი გზა უმარტივდებათ. ვფიქრობ, რომ ვიდეო ვაკანსიით დასაქმების უამრავი მსურველი დაინტერესდება. აქ აღარ იქნება ის ბუდნოვანება, რომელიც სტანდარტულ წერილობით ვაკანსიას ახლავს. რადგან მომავალი სამუშაო გარემო, პირობები და გუნდი უფრო აღქმადი იქნება," - განმარტავს "პალიტრა მედია ჰოლდინგის" ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ნინო ფეიქრიშვილი.

"პალიტრა მედია ჰოლდინგი’’ აერთიანებს 3 პერიოდულ გაზეთს, 14 პერიოდულ ჟურნალს, 20-ზე მეტ ინტერნეტპორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოს და ლიტერატურის საგამომცემლო სახლს."პალიტრა მედია ჰოლდინგის" შემადგენლობაშია წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", ასევე, მულტიპროფილური მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სტამბა. ჰოლდინგში გაერთიანებულია სარეკლამო, ინტერნეტკომერციისა და ვებგანვითარების კომპანიები.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი