დაფიქრდით სანამ "ფეისბუქზე" ბავშვის ფოტოს გააზიარებთ

დაფიქრდით სანამ "ფეისბუქზე" ბავშვის ფოტოს გააზიარებთ

ნათია 2 წლის შვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში მას შემდეგ აღარ აქვეყნებს, რაც ერთ-ერთმა გვერდმა მათი გავრცელება ნებართვის გარეშე დაიწყო. ნათიას თქმით, ამით მისი შვილის უსაფრთხოება ირღვეოდა, რადგან გარანტია არ ჰქონდა, რომ პატარა გოგონას ზღვის ნაპირზე თუ საძინებელში გადაღებულ ფოტოებს ვინმე ბოროტად არ გამოიყენებდა.

სწორედ ამ საკითხის გააზრებისკენ მოგვიწოდებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიც", სანამ ბავშვის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს გავასაჯაროებთ. უწყების სიტუაციური ანალიზის მენეჯერის, დიმიტრი გუგუნავას თქმით, ბავშვის შესახებ გარკვეული ინფორმაციის გავრცელებით, შესაძლოა, მისი ინტერესები შევლახოთ.

დიმიტრი გუგუნავას თქმით, არსებობს რამდენიმე ტიპის ინფორმაცია, რომელიც შვილის შესახებ არ უნდა გავავრცელოთ, რათა ის საფრთხისგან დავიცვათ:

1. უხერხული ფოტოები (შიშველი, საძინებელში, აბაზანაში და ა.შ);

"ევროპასა და ზოგადად მსოფლიოში ძალიან გახშირებულია ბავშვებზე ძალადობის ფაქტები და პედოფილიის შემთხვევები.

"როდესაც სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს ვავრცელებთ, არ ვიცით, გარეშე პირი მას რა მიზნით გამოიყენებს," - აღნიშნავს სიტუაციური ანალიზის მენეჯერი და დასძენს, რომ მორალური თვალსაზრით, ასეთი ფაქტის აღმოჩენა მძიმეა, ამიტომ უმჯობესია, პრევენციაზე თავიდანვე ვიზრუნოთ. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი