ეროვნული ბანკი მეწარმეებს შეახსენებს, რომ 1-ელი ივლისიდან საქონლის ან მომსახურების ფასი მხოლოდ ლარით უნდა იყოს გამოხატული

ეროვნული ბანკი მეწარმეებს შეახსენებს, რომ 1-ელი ივლისიდან საქონლის ან მომსახურების ფასი მხოლოდ ლარით უნდა იყოს გამოხატული

ეროვნული ბანკი მეწარმეებს შეახსენებს, რომ 2017 წლის 1-ელი ივლისიდან საქონლის ან მომსახურების ფასი მხოლოდ ლარით უნდა იყოს გამოხატული, - აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

როგორც სებ-ის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ლარი არის გადახდის ერთადერთი საშუალება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

„ამავე კანონის შესაბამისად, 2017 წლის 1 ივლისიდან, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ითვალისწინებს შესაბამის სანქციებსა და ჯარიმებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, მოუწოდებს მეწარმეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები, მეორე მხრივ კი, მიმართავს დაინტერესებულ მომხმარებლებს მათი დაცულობისა და ფასის გამჭვირვალობისათვის, მეწარმისაგან მოითხოვონ ფასის ლარით სრულად გამჟღავნება.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი