ვინ არის ქართველი მოდელი ბიჭი, რომელიც წიგნის პერსონაჟებს ბაძავს - "დათა თუთაშხია" ბიბლიასავით მაქვს"

ვინ არის ქართველი მოდელი ბიჭი, რომელიც წიგნის პერსონაჟებს ბაძავს - "დათა თუთაშხია" ბიბლიასავით მაქვს"

"შეიძლება, წიგნის კითხვა მოდელ­საც უყვარდეს, სანტექნიკოსსაც და საერთოდ, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს", - ამბობს მოდელი ირაკლი დათუკიშვილი, რომელიც საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებებისა და პერსონაჟების შესახებ სიამოვნებით გვესაუბრა, ჟურნალის მკითხველებს კი ვაჟა-ფშაველას "კოსმოპოლიტიზმის და პატრიოტიზმის" წაკითხვა ურჩია...

- ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს ხშირად ვკითხულობ. მისი შემოქმედება და ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია" ბიბლიასავით მაქვს. მომწონს, თუ როგორ აყალიბებს ვაჟა ადამიანის ზნეობრივ-კულტურულ შეხედულებებს; გვიჩვენებს და გვიხატავს, როგორი უნდა იყოს ადამიანი. მაგალითად, თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში - "კაი ყმა" აყალიბებს, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ვაჟკაცი. ასევე, ჩემი საყვარელი ნაწარმოებებია: "სტუმარ-მასპინძელი", აკაკი წერეთლის "გამზრდელი"... ტერენტი გრანელის შემოქმედებაც მიტაცებს.

- "დათა თუთაშხია" რამდენჯერ გაქვს წაკითხული?

- მშობლები მეხუმრებიან, - სულ ამ წიგნს კითხულობო (იცინის)... რომ არ მოგატყუოთ, "დათა თუთაშხია" დაახლოებით ხუთჯერ მაქვს წაკითხული.

- პირველად რა ასაკში წაიკითხე?

- 16 წლის ვიყავი.

- შენთვის ყველაფერი გასაგები იყო, რაც ამ ნაწარმოებში წაიკითხე?

- არა. საერთოდ, წიგნი ასეთია: ყოველი წაკითხვისას ახალ-ახალ რაღაცებს აღმოაჩენ, ამჩნევ...

- "დათა თუთაშხიას" მეორედ, მესამედ წაკითხვისას რა აღმოაჩინე?

- მაგალითად, პირველად წაკი­თხვისას ვერ გავიგე, რა იყო დათას მოტივაცია, ცხოვრების მთავარი მიზანი, რისთვის ცხოვრობდა, სინამდვილეში როგორი ცხოვრება სურდა... მეორედ წაკითხვისას უფრო გავიგე: მისი ცხოვრების მიზანი ადამიანე­ბის მიერ ჩადენილი ბოროტების სიკეთედ გადაქცევა იყო. ამბობდა, - ვიცი, წისქვილი წყალს როგორ დავატრიალებინო, მაგრამ ადამიანების მიერ ჩადენილი ბოროტება სიკეთედ როგორ გადავაქციო, ეს ჯერ არ ვიციო. ძიების პროცესში იყო. უნდოდა, დედამიწაზე სიკეთე დაეთესა, რადგან ბოროტება თითოეულ ადამიანში "იდო"... ძალიან მიყვარდა პერსონაჟი - გრაფი სეგედი, რადგან ის ყველაზე განათლებული ადამიანი გახლდათ. ყველაფერი იცოდა: ფსიქოლოგია, იურიდიული საკითხები. ჟანდარმერიაში თითოეული ადამიანის ფსი­ქოლოგია ზეპირად ჰქონდა შესწავ­ლილი, თუნდაც - მუშნი ზარანდიას ფსიქოლოგია. შემდეგ დათა თუთაშხიას და მუშნის ერთმანეთს ადარებდა. ამბობდა: ასეთი გონების მქონე ადამიანები იმპერიას 2-3 ჰყავსო... ამ წიგნში ბევრი საყვარელი ეპიზოდი მაქვს, მაგალითად - დათა მუშნის საკუთარ სახლში რომ შეხვდება. აქ ის მხიბლავს, რომ მუშნი პოლიციელია და დათა თუთაშხიაზე "ნადირობს", დათა კი აბრაგია და ბოროტებას, "არასწორ წესრიგს" უპირისპირდება. დათას დაჭერა ვერავინ შეძლო. თუთაშხია ამბობს, - საქმეში ერთი ჩემზე ჭკვიანი ადამიანი, ჩემი ბიძაშვილი - მუშნი ზარანდია ჩაერია და კინაღამ დამიჭირაო. ერთმანეთს რომ გადაეხვევიან, დათა ეუბნება: ჩემს საკეთებელსაც და შენსასაც ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობიაო. აი, ასე ემშვიდობება...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი