როგორ გავზარდოთ ჩვენი კრეატიულობა ? - ჯეოლაბში „კრეატორის დღიურის“ წარდგენა გაიმართა

როგორ გავზარდოთ ჩვენი კრეატიულობა ? - ჯეოლაბში „კრეატორის დღიურის“ წარდგენა გაიმართა

7 ივნისს „ჯეოლაბში“ „კრეატორის დღიურის“ წარდგენა და კრეატიული მასტერკლასი გაიმართა. სემინარზე “კრეატორის დღიურების“ ავტორმა, კოტე იანტბელიძემ მსმენელებთან ერთად იდეების გენერირების ტექნიკებზე ისაუბრა, განიხილა რას შეიძლება ნიშნავდეს კრეატივი და როგორი შეიძლება იყოს კრეატიული იდეები. წიგნის ავტორმა დამსწრე საზოგადოებასთან ისაუბრა თუ როგორ გავხდეთ უფრო კრეატიული ბიზნესსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ მოვუხმოთ მუზებსა და საინტერესო იდეებს.

„კრეატორის დღიური“ კრეატიული სავარჯიშოებით დატვირთული კრებულია, რომელიც გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა.

„კრეატორის დღიურები“ „პალიტრა L“ - მა გამოსცა. ჩვენ „პალიტრა L“- ის წარმომადგენელს ნათია ზაქრაძეს ვესაუბრეთ:

„ჯეოლაბში“ ჩავატარეთ ჩვენი პროექტის „კრეატორის დღიურის“ პრეზენტაცია. დღევანდელ სამყაროში კრეატივი გადამწყვეტი მნიშვნელობის უნარია. წიგნი კი, რომლის ავტორიც კოტე იანტბელიძეა დატვირთულია გონების ძალიან საინტერესო სავარჯიშოებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი არის ყველასთვის, ყველა ასაკისა თუ ინტერესების ადამიანისთვის, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლისთვის, რომელსაც მუდმივად უწევს აზროვნება ამ მიმართულებით, ბიზნეს სფეროს მაღალი თუ საშუალო რგოლის მენეჯერისთვის, რათა მან შეძლოს ზრუნვა თავისი პროდუქტის განსხვავებულობასა და ბაზარზე ნიშის გამტკიცებაზე, ბავშვისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გაიმდიდროს ფანტაზია და თავიდანვე მიეჩვიოს შემოქმედებით აზრივნებას.

„პალიტრა L“ მუდამ ორიენტირებულია სიახლეებზე და ეს პროექტიც აძლევს საშუალებას ადამიანებს განსხვავებულად შეხედონ თუნდაც ყოველდღიურ საკითხებს და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინონ“

ეკა გადახაბაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი