გივი კუბლაშვილი - პეკინზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს

გივი კუბლაშვილი - პეკინზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს

პეკინის გამზრიზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს, - ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გივი კუბლაშვილმა პეკინის გამზირზე განაცხადა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

როგორც გივი კუბლაშვილმა აღნიშნა, დაახლოებით, 5 სხვადასხვა ნიშნული იქნება, სადაც სამუშაოები დაიწყო და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„აბსოლუტურად ყველანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციის რეაბილიტაცია მოხდება, როგორც წყლის, ასევე საკანალიზაციო. ამასთან, „თელასი“ შეასრულებს გარკვეულ სამუშაოს და ყველა საკომუნიკაციო კომპანია მობილიზებულია და ყოველდღიურად იმორიგევებენ, რათა ნებისმიერი შეფერხების დროს პრობლემის დროული აღმოფხვრა მოხდეს“, - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი