შავი ზღვის თევზი ევროკავშირის ბაზარზე დაიშვება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ვებგვერდის - DCFTA.gov.ge-ს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხდა.
"ხვალ ევროკავშირი გამოაცხადებს შავი ზღვის თევზის ევროპულ ბაზარზე დაშვებას, რაც მეორე ცხოველური წარმოშობის პროდუქტი იქნება თაფლის შემდგომ, რომელსაც გაეხსნება წვდომა ევროპულ ბაზარზე", - განაცხადა გახარიამ და აღნიშნული ფაქტი ყველას მიულოცა.