მამა ლევან ფირცხალავა - მამა ნიკოლოზის დევნას საპატრიარქოს ბნელი ძალები ახორციელებენ

მამა ლევან ფირცხალავა - მამა ნიკოლოზის დევნას საპატრიარქოს ბნელი ძალები ახორციელებენ

მამა ნიკოლოზის დევნას საპატრიარქოს ბნელი ძალები ახორციელებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მამა ლევან ფირცხალავამ განუცხადა.

მისი თქმით, მამა ნიკოლოზი ბერი გაბრიელის მრევლია და როგორც მამა გაბრიელს დევნიდნენ, ისე დევნიან ახლა მამა ნიკოლოზს. "საქართველოში დევნიან წმინდანებს, გადის დრო და მერე ეთაყვანებიან. ის, რაც მამა გაბრიელთან დაუშვეს, ამის უფლებას ახლა ხალხი არ მისცემს და საქართველოში დამთავრდება წმინდანების დევნა. ჩვენ პოლიცია გვეუბნება, რომ იცავენ მოსახლეობის უსაფრთხოებას, მაგრამ აქ ჩარეულია მესამე ძალა, რომელიც საქართველოს მტერია. ეს ამ ოჯახიდან არ იწყება. ეს ძალები ოფიციალურად, კონკრეტულად საპატრიარქოსთან თანამშრომლობენ", - განაცხადა ლევან ფირცხალავამ. მისივე თქმით, მრევლი არ დაიშლება, სანამ მამა ნიკოლოზს არ შეუშვებენ საცხოვრებელ სახლში.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია