"რეზონანსი" - ივლისიდან ბინებს 2-3 ათასს ყველა წაუმატებს

"რეზონანსი" - ივლისიდან ბინებს 2-3 ათასს ყველა წაუმატებს

ქონების ღირებულების ლარში მითითების ვალდებულება ბინებს დაახლოებით 5-10%-ის ფარგლებში გააძვირებს.

ლარის არასტაბილურობის გამო გარკვეული მარაგის დაკავებას ყველა შეეცდება, რაც ფასზეც ადეკვატურ გავლენას მოახდენს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დეველოპერები ფიქრობენ, რომ მოსახლეობასთან ერთად მოუწევთ საკმაოდ რთული პერიოდის გავლა, სანამ სიტუაცია დარეგულირდება და უძრავი ქონების ბაზარი შეეგუება ცვლილებას.

კანონის ამოქმედებამდე 1 კვირა დარჩა. მომხმარებელი ფიქრობს, რომ სავალუტო რყევები თუკი სამომავლოდაც იქნება, ფინანსურად დააზარალებს, ამიტომ გარკვეული მარჟის დაკავებას ყველა ეცდება. თუკი ბინა, პირობითად, 30 000 დოლარი ღირს, ლარში კონვერტაციის შემთხვევაში განმცხადებელს დღევანდელი კურსით 72 000 ლარის მითითება მოუწევს. თავის დაზღვევის მიზნით იგი შეეცდება, ცოტათი მეტი ფასი დაადოს, მაგალითად, 75 ათასი ლარი. ასეთი მიდგომა, როგორც დეველოპერები განმარტავენ, უძრავ ქონებას 5%-ით გააძვირებს. ამ შემთხვევაში საუბარია საწყის ფასსა და არა საბოლოო ღირებულებაზე.

უძრავი ქონების სააგენტო "კიბის" დამფუძნებელი ნელი გოგუაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს მყარი ეროვნული ვალუტა, რათა რისკი მინიმალური იყოს და ხალხი არ დაზარალდეს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი