"დიდუბის მეტროს ჰაბი დაუკავშირდება დიდ დიღომს..." - თბილისის სატრანსპორტო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები

"დიდუბის მეტროს ჰაბი დაუკავშირდება დიდ დიღომს..." - თბილისის სატრანსპორტო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები

თბილისის მეტრომ შარშან 105 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.

იმავე პერიოდში მუნიციპალური ავტობუსით იმგზავრა 160 მილიონმა კაცმა, ხოლო 180 მილიონი მგზავრი ჰყავდათ მიკროავტობუსებს. რადგან ტაქ­სების ოფიციალური აღრიცხვა­ არ მიმდინარეობს, უცნობია, რამდენი მოქალაქე მგზავრობს საშ­უალოდ წელიწადში ტაქსით.

თუმცა ზოგადი ტენდენცია მიუთითებს, რომ საქალაქო ტრანსპორტში მგზავრთნაკადი ყოველწლიურად იზრდება. რამდენად პასუხობს დღეს არსებული მუნიციპალური ავტოპარკი მოთხოვნებს და რა იგეგმება საქალაქო ტრანსპორტის განვითარებისთვის, ამ და სხვა თემებზე საუბარი თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ მამუკა მუმლაძესთან­ პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის შესაძლო დაწესებიდან დავიწყეთ:

- პეკინის ქუჩა დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრა­ნ­სპორტო არტერიაა. ასეთი ინტ­ენსივობით დატვირთული ქუჩა სა­ქართველოში, ფაქტობრივად,­ არ არსებობს. 1 საათში აქ 6 ათა­სამდე ავტომობილი მოძრაო­ბს­.

პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო შედგა დროებითი სატრანსპორტო სქემა და აღმოჩნდა, რომ ეს სქემა­ კარგად მუშაობს. თუმცა, მას მუდმივი სახე რომ მივცეთ, ამას ჯერ მუშაობა სჭირდება. ამიტომ 10 აგვისტოსთვის მზად გვექნება პეკინზე, შარტავა-კოსტავასა და მიმდებარე ქუჩებზე შეცვლილი სატრანსპორტო მოძრაობის სიმულაციური სქემა და კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, რომელიც რეალურს 80%-ის სიზუსტით უახლოვდება, ამ სქემის ეფექტიანობის შეფასებას შევძლებთ.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ექსპერტებთან ვიმსჯელებთ. თუმცა, საუკეთესო ექსპერტი, ალბათ, ეს რამდენიმეთვიანი პერიოდი იქნება,­ როცა ქუჩებზე შეცვლილია მოძრაობის მიმართ­ულება და იმის მიხედვით, თუ როგორ მუშაობს დროებითი სქემა, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

ასევე გადასაწყვეტი იქნება,­ და­რჩება თუ არა პარკირების­ ადგილები პეკინის ქუჩაზე.­ დღეს იქ საერთოდ შეზღუდულია პარკირება, ასევე ავტომობილების გაჩერება შეზღუდულია ბექას ქუჩაზე, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან; დღის საათებშია შეზღუდული ავტომობილების პარკირება შარტავასა და ბულ­აჩაურის ქუჩებზეც. ეს შეზღუდ­ვები დროებითი სქემის ნაწილია, მაგრამ იმაზეც ვმუშაობთ, როგორ მოეწყობა პარკირების სისტემა - გზის ორივე მხარეს დარჩება, მხოლოდ ერთი ზოლი იქნება და სხვ. როცა პეკინის ქუჩას ვაკვირდებ­ოდით, ღამის საათებში თითო-ოროლა ავტომობილი იდგა. შესაბამისად, აქ შესაძლებელია შევეგუოთ პარკირების ადგილების შეზღუდვას, თუმცა ესეც მსჯელობის საგანია.

- მეტროს სადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა, ფაქტობრივად, დასრულდა და მალე 23-ე სადგური შეემატება ქალაქს, კიდევ ხომ არ იგეგმება მათი რაოდენობის­ ზრდა?

- შარშან მეტროს 20 ვაგონის მოდერნიზაცია და კაპიტალური შეკეთება მოხდა. ეს პროცესი წლეულსაც გრძელდება და კიდევ 28 ვაგონი შეკეთდება. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საბურთალოს ხაზზე დაემატება ორი სამვაგონიანი შემადგენლობა. თუ მოთხოვნა იქნება, რამდენიმე შემადგენლობას დავამატებთ. გასათვალისწინებელია, რომ პეკინის გაცალმხრივების შემთხვევაში, შესაძლოა, მეტროს მგზავრების რაოდენ­ობა გაიზარდოს და ამ შემთხვევაშიც გვაქვს რესურსი, რომ პიკის საათებში მეტროს მატარებლებს შორის ინტერვალი 3,5-დან 2,5 წუთამდე შევამციროთ. დაგეგმილი გვაქვს, რომ დიდუბის მეტროს ჰაბი დაუკავშირდეს­ დიდ დიღომს, სადაც შეიძლება მეტროს მიწისზედა ელექტროტრანსპორტი განვითარდეს.

მოგეხსენებათ, მიმდინარეობს მუშაობა თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე და წარვადგინეთ ჩვენი ხედვა, რაც ითვალისწინებს მეტროს განვითარებას, მათ შორის მეტროსადგურ "ახმეტელის" კიდევ ერთი ამოსასვლელის აღდგენას, რომელიც ამჟამად დაკონსერვებულია. უნდა ვიფიქროთ "მარჯანიშვილის" მეტროს მეორე ამოსასვ­ლელის აღდგენაზეც, რომელიც საცხოვრებელ სახლებში მოექცა,­ მაგრამ შეიძლება გამოსავალი მოიძებნოს... მოგეხსენებათ, ჩვენ ორი დეპო გვაქვს - ნაძალადევისა და გლდანის, სადაც მეტროს ვაგონები ჩერდება, უტარდებათ ტექდათვალიერება და სხვ. არსებობს კიდევ ერთი დეპო, რომელიც დაკონსერვდა და ნაძალადევის მეტროდან დაახლოებით 300 მეტრშია. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც გვირაბის საშუალებით საბურთალოს ხაზს უკავშირდება და უფრო ახლოს არის, ვიდრე ნაძალადევის დეპო. თუ ეს დეპო აღდგება, საბურთალოს ხაზის მეტროს ვაგონებს უფრო ახლომდებარე ობიექტში მოუწევთ გადაადგილება, ამით განსაზღვრულ ეკონომიას მივიღებთ.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი