"ჩვენი მეგობრებისთვის" - ახალგაზრდა დიზაინერების ჩვენება თბილისში

"ჩვენი მეგობრებისთვის" - ახალგაზრდა დიზაინერების ჩვენება თბილისში

აბანოთუბანში ახალგაზრდა დიზაინერების ჩვენება "ჩვენი მეგობრებისთვის" გაიმართა.

წარმოდგენილი იყო ქართული ნაწარმი - ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლის ავტორები არიან ატელიე "House Laboratory" დამფუძნებლები, დიზაინერები: დეა მელქაძე და ნინა ექსეულიძე და ფეხსაცმლის დიზაინერი "მარუსინკა" (Marusinka Shoes).

ზღვის და ზაფხულის თემაზე შექმნილი კოლექცია  ჟურნალისტებმა, მოდელებმა, მსახიობებმა და სხვა ცნობილმა სახეებმა მოირგეს. მოწვეულ სტუმრებს მასპინძლობდა სასტუმრო "აივანი" , სადაც სტუმრებს დახვდათ სასიამოვნო გარემო და ძველი თბილისის ულამაზესი ხედები.

საღამო სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი