არაკეთილსინდისიერ მეწარმეთა "შავი სია" - შემოსავლების სამსახურის უახლესი მონაცემები

არაკეთილსინდისიერ მეწარმეთა "შავი სია" - შემოსავლების სამსახურის უახლესი მონაცემები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა იმ პირების "შავი სია" გამოაქვეყნა, რომლებიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებში იყვნენ ჩართული. სიაში 238 კომპანიის და შპს-ის სახელია მითითებული.

"გაცნობებთ, რომ მოცემული გადასახადის გადამხდელები და დამნაშავე პირები ჩამოთვლილი გადასახადის გადამხდელების ბეჭდებს და სალარო აპარატების ჩეკის ესკიზებს იყენებდნენ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დასამზადებლად. გაითვალისწინეთ, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი შემოწმების პროცესში განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლის აღნიშნული გადამხდელების სახელით გამოწერილ საგადასახადო დოკუმენტებს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "შავ სიას" ახლავს და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზეა განთავსებული.

"ბიზნესპრესნიუსი" ამ საკითხით დაინტერესდა და კომენტარისთვის შემოსავლების სამსახურს მიმართა. უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინფორმაციის გასაჯაროება კეთილსინდისიერ გადამხდელთა დაცვის მიზნით გადაწყვიტეს.

"შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე განთავსებულია იმ პირთა რეესტრი (ე.წ. შავი სია ), რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იქნენ მიცემული ეკონომიკური საქმიანობის ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით განხორციელებისთვის. ზემოაღნიშნული ქმედებისთვის პასუხისმგებლობა დადგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ეკონომიკური საქმიანობის ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით განმახორციელებელ პირთა რეესტრის გასაჯაროება მიზნად ისახავს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელთა დაცვას მართლსაწინააღმდეგო გარიგებებში ჩაბმისაგან", - აცხადებენ ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი