რა ხდება ამ წუთებში პუშკინის ქუჩის ესტაკადაზე

რა ხდება ამ წუთებში პუშკინის ქუჩის ესტაკადაზე

პუშკინის ქუჩაზე ახლად გაკეთებულ ესტაკადაზე ავტომობილების ორმხირივი მოძრაობის აღდგენის შემდეგ გზის სივიწროვის გამო ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.

რამდენიმე წუთის წინ N33 სამგზავრო ავტობუსმა ესტაკადაზე მანევრირება ვერ შეძლო და საპირისპირო ზოლთან გამყოფ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა. შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ავტობუსი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შემთხვევის ადგილზე მისულ "ბიზნესპრესნიუსის" კორესპონდენტს მძღოლების ნაწილმა განუცხადა, რომ ესტაკადაზე კონსტრუქციის სივიწროვისა და რთული მოსახვევის გამო მანევრირება რთულია, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, რის გამოც ხშირია ავტომობილის შეჯახების ფაქტები.

ესტაკადა ლითონის კონსტრუქციით არის ნაგები. პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა გასული წლის აგვისტოში აღდგა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი