სათვალის საერთაშორისო დღე და 2017 წლის მოდური სათვალეები

სათვალის საერთაშორისო დღე და 2017 წლის მოდური სათვალეები

სათვალის მოყვარულებო, შეგიძლიათ, იზეიმოთ! დღეს თქვენი დღეა! სათვალეს იმდენად დიდი დატვირთვა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, რომ წლებია, სათვალის საერთაშორისო დღე არსებობს და ის 27 ივნისს აღინიშნება. ეს არის ლამაზი და სასარგებლო აქსესუარი, რომელიც პოზიტიურ ეფექტთან ერთად, ადამიანს თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება.

ტექნოლოგიების ეპოქაში კი უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს ოპტიკურ სათვალეს. ეს პრობლემა განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში გააქტიურდა. მიზეზი ყველასთვის ცნობილია - ეკრანი! 3 წლამდე ასაკის ბავშვის თვალი ვერ უძლებს იმ დატვირთვას, რასაც ფერადი ეკრანი ასხივებს და რეფრაქციის პრობლემები იწყება. ამიტომ უწევთ ბავშვებს პატარაობიდანვე ოპტიკური სათვალის ტარება.

რაც შეეხება მზისგან დამცავ სათვალეს, ხშირად ამბობენ, რომ პატარას მზის სათვალე არ სჭირდება. თუმცა რეალურად, პირიქითაა. რადგან სინამდვილეში ბავშვის თვალის ბროლი იმდენად გამჭვირვალეა, რომ უფროსზე მეტად სჭირდება დაცვა. მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან თვალების სრული დაცვა შესაძლებელია ხარისხიანი მზის სათვალით. ასეთ სათველეებს აუცილებლად აქვთ შესაბამისი წარწერა: 100% UV Protection. საჭიროებას რომ თავი დავანებოთ, ყველა პატარას უყვარს სათვალით თავის მოწონება.

ასე რომ მშობლებო, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გიყიდიათ თქვენი პატარასთვის მზისგან დამცავი თუ ოპტიკური სათვალე, სათვალის საერთაშორისო დღე ამისთვის საუკეთესო დროა. ჩვენ კი სათვალის შერჩევაში დაგეხმარებით.

პოლარიზებული სათვალე მუქი ლინზით

ზაფხულის პერიოდში ბავშვის წაყვანას საზღვაო კურორტზე თუ გეგმავთ, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ პოლარიზებული სათვალე. პოლარიზებულ სათვალეებს გააჩნიათ განსაკუთრებული დამცავი ფენა, რომელიც თქვენ გიცავთ ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. იგი ამცირებს ზედაპირიდან ანარეკლის სიძლიერეს და უფრო ადვილია მხედველობა მზით განათებულ და კაშკაშა გარემოში. თუმცა არ იფიქროთ, რომ პოლარიზებული სათვალე მხოლოდ ზაფხულის ცხელ დღეებში გამოგადებათ. ის აუცილებელია ზამთრის კურორტებზეც, სადაც ულტრაიისფერი სხივების არეკვლის მაჩვენებელი მაქსიმუმს აღწევს.

ყვავილის ან პეპლის ფორმის მზის სათვალეები გოგონებისთვის

2017 წლის ზაფხულის მთავარი ტენდენცია სხვადასხვა ფერის ყვავილის ან პეპლის ფორმის სათვალეებია. ფერი უნდა იყოს საკმაოდ მხიარული და ხასხასა. ლინზის ფერი უმეტესად განსხვავდება ჩარჩოს ფერისგან. მაგალითად, გოგონები ხშირად ირჩევენ სათვალეს მწვანე ჩარჩოთი და ყვითელი ლინზით, ან წითელი ჩარჩოთი და სტაფისლოფერი ლინზით.

ფერადი რეიბანები ამრეკლი ლინზით ბიჭებისთვის

პატარა გოგონების მოდა თუ უფრო მხიარულ და მატრაკვეცა აქსესუარებს გვთავაზობს, ბიჭებისთვის უფროსის მსგავსი სათვალეებია ტენდენციური. ყოველთვის სასიამოვნოა არა უბრალო სპორტულებში, არამედ, ვთქვათ, მამასავით პერანგსა და შარვალში გამოწყობილი ბიჭის დანახვა, რომლის გარეგნობასაც საბოლოო შტრიხს რეიბანები სძენს. 2017 წლის ზაფხულში ძალიან ტენდენციურია ავიატორის ტიპის რეიბანები ამრეკლი შუშით. უმჯობესია თუ ჩარჩოსთვის თეთრ ან სხვა რომელიმე მხიარულ ფერს შეარჩევთ. ლინზისთვის კი ყვითელი და წითელი საუკეთესო არჩევანია.

ოპტიკური სათვალე რეზინის ჩარჩოთი

2017 წლის სიახლეა ოპტიკური სათვალე რეზინის დრეკადი ჩარჩოთი. ეს ბავშვისთვის სათვალის ტარებას ბევრად უფრო კომფორტულს ხდის. მუდმივი მოძრაობის, აქტიურობის, თამაშის დროს ასეთი სათვალე მაქსიმალურად ერგება ბავშვის ნაკვთებს და მას სათვალის ტარების დისკომფორტისგან ათავისუფლებს. ჩარჩო ერთიანი კონსტრუქციაა და მას მეტალის მცირე დეტალებიც არ აქვს. სასურველია, სათვალეს კომფორტული სამაგრიც ჰქონდეს. ოპტიკური სათვალეების შემთხვევაში ბიჭებისთვის განსაკუთრებით მოდურია ციფერი, გოგონებისთვის კი - წითელი.

როგორც ხედავთ, ბავშვის სათვალის შერჩევა არც ისე მარტივი საქმეა. უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. ქართულ ბაზარზე კი ამ კუთხით სასიამოვნო სიახლეა. ცოტა ხნის წინ საქართველოში ბავშვის მზის და ოპტიკური სათვალის ინგლისური ბრენდი Zoobug გამოჩნდა. ბრენდის მიერ შემოთავაზებული ოპტიკური თუ მზის სათვალეების ფართო არჩევანი მოდურია და რაც მთავარია, მაქსიმალურადაა მორგებული თქვენი პატარების მოთხოვნებზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი