1 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლის ბილეთები გაძვირდება

1 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლის ბილეთები გაძვირდება

ზაფხულის სეზონზე თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლის ბილეთების ფასი იზრდება.

კერძოდ, ბილეთების ფასი 1 ივლისიდან 15-20 სექტემბრამდე პერიოდში იქნება შეცვლილი.

აღნიშნულ პერიოდში, თბილისი-ბათუმის მიმართულებით, "შტადლერის" მატარებლებზე 1-ლი კლასის ბილეთი - 60 ლარი, მე-2 კლასი კი 24 ლარი, ხოლო ბიზნეს კლასი - 99 ლარი ეღირება. მანამდე არსებული ჩქაროსნული მატარებლების ბილეთების ფასი კი 1 ივლისიდან პირველ კლასზე - 40, ხოლო მე-2 კლასზე - 23 ლარი იქნება.

როგორც რკინიგზაში აცხადებენ, 20 სექტემბრიდან 1 ივლისამდე პერიოდში მგზავრები ფასდაკლებით სარგებლობენ, ხოლო ზაფხულში რკინიგზა ყოველწლიურად საზაფხულო ტარიფებზე გადადის განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი