მთავრობის ადმინისტრაციასთან საფინანსო კომპანია"საქართველოს" მეანაბრეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
ადმინისტრაციასთან შეკრებილმა დაზარალებულმა მეანაბრეებმა საწოლების გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციის აღნიშნულ ქმედებას აქციის მონაწილეების პროტესტი და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.
საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებული მეანაბრეები ხელისუფლებისგან დახმარებას და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ დრომდე გრძელდება, თუმცა ვითარება განმუხტულია.