მდინარე არაგვში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ მოხდა. ბავშვი წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 116- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.