რუსი ტურისტები თურქულ სასტუმროში ტუალეტის ქაღალდის ქურდობაზე დაიჭირეს

რუსი ტურისტები თურქულ სასტუმროში ტუალეტის ქაღალდის ქურდობაზე დაიჭირეს

თურქეთში ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელმა რამდენიმე რუსი ტურისტი ქურდობაში გამოიჭირა. რუსი დამსვენებლები ცდილობდნენ ორი ჩემოდანი ნივთები მოეპარათ სასტუმროდან.

25 წლის რუსტამ ფახტლილამოვი და მისი მეუღლე, 35 წლის მარია კასიანოვა ცდილობდნენ 14 ცალი ტუალეტის ქაღალდი და ხუთი ლიტრი ლიქიორი მოეპარათ. ასევე მათ ნივთებში აღმოაჩინეს სასტუმროს ჩუსტები, ხალათი, პირსახოცები და ხილი.

ირკვევა, რომ რუსტამი ბიზნესმენია, რომელსაც ორი ფირმა აქვს. საბოლოოდ, თურქულ სასტუმროში რუსეთის მოქალაქეები აიძულეს მოპარული ნივთების ღირებულება აენაზღაურებინათ, რამაც 231 დოლარი და 43 ცენტი შეადგინა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია