"მომღერალი ღიპიანი და "გასიებული" არ უნდა იყოს" - რას საქმიანობს მერაბ ამზოევი "X ფაქტორის" დატოვების შემდეგ და რაზე ოცნებობს ის

"მომღერალი ღიპიანი და "გასიებული" არ უნდა იყოს" - რას საქმიანობს მერაბ ამზოევი "X ფაქტორის" დატოვების შემდეგ და რაზე ოცნებობს ის

"X ფაქტორის" დატოვების შემდეგ, მერაბ ამზოევი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. როგორც ამბობს, თავს კარგად გრძნობს, რადგან დაძაბულ რეჟიმში ყოფნა აღარ უწევს... ის ოკეანის პირას, ხის სახლში ცხოვრებაზე ოცნებობს.

- პროექტში ყოფნისას სულ დაკავებული, დაძაბული ვიყავი. ეს დასრულდა და ძალიან მიხარია, რადგან ახლა უკვე შემიძლია, ჩემს საქმეებს (მუშაობა, მუსიკა, ოჯახი...) მივხედო.

- მუსიკასთან დაკავშირებთ, რა გეგმები გაქვს, შენი კარიერა როგორ გესახება?

- ჯერჯერობით, მხოლოდ სამსახურზე ვფიქრობ. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვიმუშაო. საკუთარი სიმღერების დაწერის არც დრო მაქვს და არც - საშუალება.

- სად მუშაობ?

- ერთ-ერთ სასტუმროში წყნარ, ლამაზ სიმღერებს ვასრულებ.

- "X ფაქტორში" მონაწილეობამ შენს ცხოვრებაში რა შეცვალა?

- დიდად არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ადამიანები მცნობენ. მიხარია, ჩემ შესახებ კარგ რაღაცებს ამბობენ, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ, როგორც - პროექტში მონაწილეობამდე.

- შენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბევრ ადამიანს მოსწონხარ?

- კი, ეს დიდ მოტივაციას მაძ­ლევს, რომ ცხოვრებაში რამეს მივაღწიო და იმ ადამიანებს უფრო მეტი ვუჩვენო, ვინც მხარს მიჭერს, ჩემი წარმატება უხარია. მინდა, სოლო შემსრულებელი ვიყო, საკუთარი სიმღერები მქონდეს და სცენაზე ვიდგე. არ მსურს, მხოლოდ სასტუმროებსა და რესტორნებში ვმღეროდე. იმედია, საქართველოში შოუბიზნესი ისეთ დონეზე განვითარდება, რომ მომღერლებს საყვარელი საქმის კეთების საშუალება გვექნება.

- "X ფაქტორში" მონაწილეობამ შენი პროფესიონალიზმი აამაღლა?

- ვფიქრობ, გარკვეული გამოცდილება მივიღე, მაგრამ ძალიან შე­სამ­ჩნევი - არა.

- შენი მენტორისგან რაიმე ისეთი რჩევა თუ მიიღე, რაც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდა და ფიქრობ, კარიერის განვითარებაში გამოგადგება?

- ის, რომ უფრო "გახსნილი" უნდა ვიყო. ისეთი რჩევები მივიღე, რაც ისედაც ვიცოდი, მაგრამ არ გამომდიოდა. სოფომ ჩემი მუსიკალური შესაძლებლობები "გახსნა" და მაჩვენა, რომ შემიძლია, უკეთესი ვიყო.

- როგორ ფიქრობ, რატომ დატოვე პროექტი? ხალხისგან საკმარისი მხარდაჭერა რატომ ვერ მიიღე?

- პროექტის დატოვების გამო ასე არ ვინერვიულებდი, ხალხს გული ძალიან რომ არ დასწყვეტოდა. თუ ფავორიტი ვიყავი და "ლაიქები" მქონდა, ზარების რაოდენობით ბოლო ადგილზე აღმოვჩნდი? ჩემი აზრით, ეს კონკურსანტისთვის ხმის მიცემის წესის ბრალია - შეგიძლია, ერთი ტელეფონიდან მაგალითად, 1000 ზარი გაუშვა - ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის ან უბრალოდ, ადამიანებს, რაღაც მიზეზების გამო, ჩემთვის ხმის მიცემა არ უნდოდათ...

- ერთ-ერთ ინტერვიუში ამის მიზეზად ეროვნებაც ახსენე...

- ჩემი ნათქვამი ცუდად გაიგეს. მე საქართველოში ვცხოვრობ, მაგრამ საზოგადოების ნაწილს უნდა, რომ პროექტში ქართველმა გაიმარჯვოს. შესაძლოა, მათ მოვწონდე კიდეც, მაგრამ რადგან ქართველი არ ვარ, ჩემს საკონკურსო ნომერზე არ დარეკონ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ნაციონალისტები არიან. უბრალოდ, დარეკვა არ უნდათ... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი