მატარებელი, რომელიც ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით მოძრაობდა, ლიანდაგიდან გადავიდა

მატარებელი, რომელიც ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით მოძრაობდა, ლიანდაგიდან გადავიდა

მატარებელი, რომელიც ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით მოძრაობდა, ლიანდაგიდან გადავიდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, პრობლემა მალევე აღმოიფხვრა.

"ერთ-ერთ მოსახვევში ლიანდაგი გაიწია და ჩავარდა. ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა და "კუკუშკას" კვლავ გადაჰყავს მგზავრები", - განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია