საქართველოს მოქალაქე, რომელიც თურქეთის გავლით საბერძნეთში მიემგზავრებოდა, 3 დღეა დაკარგულია

საქართველოს მოქალაქე, რომელიც თურქეთის გავლით საბერძნეთში მიემგზავრებოდა, 3 დღეა დაკარგულია

საქართველოს მოქალაქე, რომელიც თურქეთის გავლით საბერძნთეში მემგზავრებოდა, 3 დღეა დაკარგულია. აღნიშნული ინფორმაცია ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს.

"დღეს დილით ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრს მიმართეს თხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთისკენ მიმავალი საქართველოს მოქალაქე, 1998 წლის 4 ივლისს დაბადებული გივი მჭედლიშვილი, რომელმაც ვერ შეძლო ევროკავშირის საზღვრის კვეთა მესაზღვრეთა გადაწყვეტილებით, 3 დღეა დაკარგულია საბერძნეთ-თურქეთის საზღვრიდან და ოჯახს მის შესახებ სხვა არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. გივი მჭედლიშვილი, რომელსაც მცირე ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, საბერძნეთში, ათენში დედის მოსანახულებლად, მოწვევის საფუძველზე მიემგზავრებოდა", - ნათქვამია ათენის ქართველ მიგრანტთა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი თხოვნით მიმართავს თესალონიკსა და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულებს, დახმარება გაუწიონ ოჯახს, რათა დროულად იქნას მოძიებული გაუჩინარებული მოქალაქის ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი