ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ზაალ უდუმაშვილსა და დიდუბის გამგებელს შორის შელაპარაკება მოხდა

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ზაალ უდუმაშვილსა და დიდუბის გამგებელს შორის შელაპარაკება მოხდა

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილსა და დიდუბის გამგებელ ირმა ზავრადაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩნა კითხვებს ბადებს, ვინაიდან ბოლო პერიოდში რამდენიმე ბაზრობის დაწვის არც ერთი ფაქტი გამოძიებული არაა.

"ეს ბუნებრივია ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. კითხვას ბადებს ის, რომ არ ვიცით რა ვითარებაში მოხდა "ბავშვთა სამყაროს" დაწვა. ეჭვები ბუნებრივად ჩნდება, ვიდრე გამოძიება არ დადებს კონკრეტულ დასკვნას. მერიის ინტერესებშია პირველ რიგში, რომ შსს-მ დროულად გამოიძიოს ეს ფაქტები. ამის შემდეგ უკვე ზუსტად უნდა დაითვალოს კომპენსაცია", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის განმარტებით, "ბაზრობებზე ხანძარი უცებ ჩნდება ხოლმე, რაც ძალიან ჰგავს რუსულ, ოლიგარქიულ ხელწერას".

აღნიშნული განცხადების გამო უდუმაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა დიდუბის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა. გამგებლის განცხადებით, უდუმაშვილის მხრიდან უხერხულია წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება იმ ტრაგედიის ფონზე, რომელიც ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ახლა ხდება.

"დღვანდელ დღეს საარჩვენო კამპანიის დაწყება, როცა ადამიანები ასეთ მდგომარეობაში არიან, ცოტა უხერხულია. რატომ არ მიხვედით დაზარალებულებთან?! თქვენ მიხვედით ტელეკამერებთან. უხერხულია ასეთი ტყუილით დაწყება", - მიმართა დიდუბის გამგებელმა ზაალ უდუმაშვილს, რაზეც "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ზავრადაშვილის მისამართით აღნიშნა: "უხერხული იცით რა არის? ხვალ რომ ეს ხალხი მოგადგებათ და კომპენსაციაზე უარს ეტყვით".

თავის მხრივ დიდუბის გამგებელმა აღნიშნა, რომ "არავის უარით არ გაისტუმრებს".

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით სამართალდამცველია მობილიზებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი