რა ვითარებაა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და როდის გამოქვეყნდება შედეგები

რა ვითარებაა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და როდის გამოქვეყნდება შედეგები

ეროვნულ გამოცდებში 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს. როგორც ჟურნალისტებს, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, საგამოცდო პროცესი ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო.

"დღეს დაიწყო საგამოცდო პროცესი. 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, თუმცა გარკვეული რაოდენობა აბიტურიენტებისა გამოაკლდა პროცესს იმის გამო, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ერთ-ერთ საგანში მაინც ვერ გადალახეს მინიმალური ბარიერი. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს პროცესში. მთელი საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. წელს ერთი ახალი საგამოცდო ცენტრი დაემატა თბილისში. 08:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია პირველი ნაკადისთვის და ზუსტად 09:00 საათზე დასრულდა", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

რაც შეეხება ხარვეზებს, მიმინოშვილის თქმით, რამდენიმე აბიტურიენტი იყო, რომელსაც ნაკადი აერია.

"თუმცა პირველი ნაკადია ეს, მეორეზე იყვნენ განაწილებულები და პრობლემა არ შეექმნებათ. ყოველ შემთხვევაში, ის, რისიც მეშინოდა, არ დაფიქსირებულა. კერძოდ, არ ყოფილა შემთხვევა იმისა, რომ საგამოცდო ცენტრი არეოდა აბიტურიენტს თბილისსა ან ქუთაისში", - განაცხადა მიმინოშვილმა.

მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს რჩევას აძლევს. როგორც მიმინოშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა, მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა ყურადღებით წაიკითხონ საგამოცდო ბარათი, სადაც მითითებულია როგორც საგამოცდო ადგილი, ასევე დრო. ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს აბიტურიენტებს, დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ბარათზე მითითებულ მისამართებზე და გაიარონ რეგისტრაცია.

”ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათი დაკვირვებით. საგამოცდო ბარათზე მითითებულია საგამოცდო ცენტრი, დააკვირდნენ ცენტრის მისამართს და, რაც მთავარია, დროულად გამოცხადდნენ რეგისტრაციაზე”, - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას, მაია მიმინოშვილის თქმით, ეს დამოკიდებულია გასწორების პროცესზე და ის იმედოვნებს, რომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება ივლისის ბოლოდან დაიწყება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი