ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორი - ხანძრის მომენტში ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშული იყო

ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორი - ხანძრის მომენტში ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშული იყო

ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორის, გოჩა ხეცურიანის ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის პერიოდში ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშული იყო.

მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში შენობაში იმყოფებოდნენ დაცვის სამსახურის თანამშრომლები.

როგორც ხეცურიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ტექნიკურ საკითხებზე, მათ შორის ელექტროენერგიის ჩართვა-გამორთვაზე დეტალური ინფორმაცია არ გააჩნია და ამ ინფორმაციას ფლობს დაცვის სამსახური, რომლის წარმომადგენლებიც დღეს უკვე დაიკითხნენ.

ხეცურიანის თქმით, მისთვის უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზები და გარკვეულ დეტალებზე საუბარი ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ უფრო შესაძლებელი იქნება.

როგორც მან აღნიშნა, დაახლოებით ნახევარ საათში ელოდება, რომ ტერიტორიაზე შევა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი