დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაღალი ტემპერატურის გამო, მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაღალი ტემპერატურის გამო, მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მზეზე ნაკლებად ყოფნისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საფრთხე არ არსებობს, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრი მომატებული ტემპერატურის გამო, მოსალოდნელი დაავადებების პრევენციის მიზნით, მოსახლეობისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

"მნიშვნელოვანი საფრთხე არ არის. მომატებული გარემოს ტემპერატურაა. ზაფხულის დადგომისას ჩვენ ყოველთვის ვაქვეყნებთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა ავირიდოთ მაღალი ტემპერატურისგან მიყენებული ზიანი, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც უფრო მოწყვლად ფენას მიეკუთვნება. ესენი გახლავთ: ხუთ წლადმე ბავშვები, 60-65 წლის ზემოთ მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, უპირატესად გულსისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის დაავადებები და დიაბეტი. ეს ადამიანები უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად და მოერიდონ მზეზე სიარულს, ფიზიკურ დატვირთვას, სეირნობას. ვეცადოთ, რომ ოთახის შიდატემპერატურა იყოს 32 გრადუსამდე და მივიღოთ რაც შეიძლება მეტი რაოდენობით სითხე. თუ ვითარდება მომატებულ ტემპერატურასთან დაკავშირებული პირდაპირი ჯანმრთელობის დაზიანება აუცილებელია, მივმართოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას. ცხელ პერიოდში წყლით გადამტანი დაავადებების რისკი იმატებს და ხშირია დიარეები. ამიტომ უნდა ვიხმაროთ, მხოლოდ და მხოლოდ საიმედო წყალი. ასევე მომატებული რისკი არსებობს საკვებით გამოწვეული სხვადასხვა ეპიდაფეთქების და უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საკვები რომელსაც მივირთმევთ უსაფრთხოა და განსაკუთრებით, თავი ავარიდოთ კრემიანი და მძიმე საკვების მიღებას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამ პერიოდში ფრთხილად ვიყოთ სხვადასხვა მწერებითა და ტკიპებით გადამტანი დაავადებისაგან",-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან მაღალი ტემპერატურის დროს დასაქმებულთა უფლებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს მუშაობის პერიოდში კომფორტული ტემპერატურა უნდა შეუქმნას.

"ჩვენთან არსებობს სპეციალური რეგლამენტი, რომლითაც რეგულირდება შენობის შიგნით ადამიანთა მუშაობის ჰიგიენური პირობები და შენობის შიგნით მაქსიმალურ ტემპერატურად 32 გრადუსია მოყვანილი. შესაბამისი კომფორტული ტემპერატურა უნდა შეუქმნას დამსაქმებელმა დასაქმებულს მუშაობის პერიოდში. რაც შეეხება შენობის გარეთ, ეს არ რეგულირდება, მაგრამ დამსაქმებლებმა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები უნდა გავატაროთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი