ინტერნეტპორტალი "სოვა" - თბილისი-სანკტ-პეტერბურგის რეისზე ბომბს ეძებენ

ინტერნეტპორტალი "სოვა" - თბილისი-სანკტ-პეტერბურგის რეისზე ბომბს ეძებენ

ავიაკომპანია Georgian Airways-ის "თბილისი-სანკტ-პეტერბურგის" რეისზე ბომბს ეძებენ. ამის შესახებ რუსული ინტერნეტპორტალი "სოვა" მგზავრზე დაყრდნობით იუწყება.

მედიასაშუალების წყაროს ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტ "პულკოვოს" ჩამოფრენის ტერმინალთან შორიახლოს დაჯდა. "შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ძველი, საავარიო ან სათადარიგო ბილიკია. როდესაც თვითმფრინავი დაჯდა, ყველამ გასასვლელისკენ გავიწიეთ, მაგრამ ბორტგამცილებლებმა გაგვაჩერეს. გვითხრეს, რომ ჩატარდება შემოწმება. ვიღაცამ ავიაკომპანიაში დარეკა და შეატყობინა, რომ თვითმფრინავი დანაღმულია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისიდან გავფრინდით. ჩვენ სამჯერ შეგვამოწმეს - "ეფ-ეს-ბემ", კინოლოგებმა და კიდევ ვიღაც ფორმიანებმა. ახლა ველოდებით ბარგის შემოწმებას. თითქოს ყველაფერი რიგზეა", - განუცხადა პორტალს თვითმფრინავის მგზავრმა.

ამ დროისთვის მგზავრები ბარგს ელოდებიან, რომელსაც კინოლოგები ამოწმებენ. "სოვა" ავიაკომპანიას ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი