"სანკტ-პეტერბურგი-თბილისის" რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

"სანკტ-პეტერბურგი-თბილისის" რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

ავიაკომპანია Georgian Airways-ის "სანკტ-პეტერბურგი-თბილისის" რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა განუცხადა, პეტერბურგში, აეროპორტ "პულკოვოს" აეროპორტში შევიდა ანონიმური შეტყობინება, რომ პეტერბურგი-თბილისის რეისზე შესაძლოა ყოფილიყო რაიმე სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა.

"ამის გამო მოხდა რეისის შეფერხება. აეროპორტის უშიშროების სამსახურმა ხელახლა შეამოწმა თვითმფრინავი, ბარგი. ამ ეტაპზე მგზავრებმა გაიარეს ხელახალი სკანირება. საბედნიეროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, არ აღმოჩნდა არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა და რამოდენიმე წუთში რეისი გამოფრინდება",- განაცხადა გივი დავითაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი