თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

 თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ წყლის გამაცხელებელია.

ფაქტის შესახებ მეზობლებმა მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ერთ-ერთი მათგანის სახლში გარდაცვლილთა ბინიდან დიდი რაოდენობით წყალი ჩავიდა. მოგვიანებით გაარკვიეს, რომ ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იყო.

მომხდართან დაკავშირებით თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება გამთენიას დაფიქსირდა. ადგილზე მისულ მედიკოსთა ბრიგადას ცოლ-ქმარი გარდაცვლილი დახვდათ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია