რატომ გადაიდო ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა ბერლინის მიმართულებით: "წყალტუბოში წაგიყვანთ, სანამ რამეს გადაწყვეტენო"

რატომ გადაიდო ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა ბერლინის მიმართულებით: "წყალტუბოში წაგიყვანთ, სანამ რამეს გადაწყვეტენო"

ქუთაისის აეროპორტში ბერლინის მიმართულებით დღეს დაგეგმილი ფრენა გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მგზავრმა, გიორგი ტორონჯაძემ გაავრცელა. მისი თქმით, შექმნილი პრობლემის გამო, ბერლინში გაფრენის სანაცვლოდ მგზავრებს ორი დღით წყალტუბოს სასტუმროში დაბინავება შესთავაზეს.

"ქუთაისი/ვიზეარი, თბილისი/ბერლინის რეისი, გადაგდებული ხალხი, პარასკევამდე ვერ წახვალთო და წყალტუბოში წაგიყვანთო, სანამ რამეს გადაწყვიტავენო. პრობლემა: ტექნიკური ხარვეზიაო" - წერს მგზავრი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ბერლინის მიმართულებით ფრენის გადადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს ქუთაისის აეროპორტი. როგორც აეროპორტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გერმანიიდან, მემინგემი-ქუთაისის ავიარეისი უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა, შესაბამისად, თვითმფრინავის ბორტი დედაქალაქში იმყოფება და სწორედ ამიტომ, ბერლინში ფრენა ვერ შესრულდა.

აეროპორტი ფრენასთან დაკავშირებით კომპანია "ვიზეარის" გადაწყვეტილებას ელოდება.

"ავიაკომპანია ვიზეაირის რეისი (W66409) მემინგენი - ქუთაისი, უამინდობის გამო დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მგზავრების ნაწილი დარჩა თბილისში, ნაწილი ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით.

რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა, რადგან ბორტი თბილისში იყო. ქუთაისი - ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები გადანაწილდნენ სასტუმროებში.

აღნიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით ველით ავიაკომპანია "ვიზეარის" გადაწყვეტილებას და ინფორმაციის მიღებისთანავე შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით. სხვა ყველა ავიარეისი შესრულდება დაგეგმილი დროის მიხედვით", - ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი