სამაშველო ოპერაცია ჩხოროწყუში: ნახეთ, როგორ გამოიყვანეს მეთევზეები ადიდებული მდინარიდან ვერტმფრენით

 სამაშველო ოპერაცია ჩხოროწყუში: ნახეთ, როგორ გამოიყვანეს მეთევზეები ადიდებული მდინარიდან ვერტმფრენით

ჩხოროწყუში სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში შსს-ს სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო.

როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, წარმატებით დასრულდა ორი ადგილობრივის მდინარიდან გამოყვანის ოპერაცია.

შსს-ს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამეგრელოში, სოფელ ხაბუმესთან, მდ. ხობისწყლის ადიდების შედეგად, ორი ადამიანი მდინარეში ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

ზუგდიდის, ხობისა და ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილების სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. რთული რელიეფური პირობებისა და ჩქარი დინების გამო, საჭირო გახდა სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პილოტის, პოლიციის მაიორის, ბესიკ გაბიანის ხელმძღვანელობით, ვერტმფრენის ეკიპაჟმა ურთულესი სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელა. ორივე მოქალაქე ამჟამად უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია