ვინ არის სასაზღვრო პოლიციის პილოტი, რომლის დამსახურებით ჩხოროწყუში მეთევზეები ადიდებული მდინარიდან გამოიყვანეს

ვინ არის სასაზღვრო პოლიციის პილოტი, რომლის დამსახურებით ჩხოროწყუში მეთევზეები ადიდებული მდინარიდან გამოიყვანეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის პილოტებმა, ერთობლივად წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი მოქალაქე ადიდებული მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამეგრელოში, სოფელ ხაბუმესთან, მდ. ხობისწყლის ადიდების შედეგად, ორი მოქალაქე მდინარეში ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

ზუგდიდის, ხობისა და ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილების სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. რთული რელიეფური პირობებისა და ჩქარი დინების გამო, საჭირო გახდა სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პილოტის, პოლიციის მაიორის, ბესიკ გაბიანის ხელმძღვანელობით, ვერტმფრენის ეკიპაჟმა (ბესიკ ბაკურიძე, შალვა შალიბაშვილი, დიმიტრი ქააძე) ურთულესი სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელა. ორივე მოქალაქე ამჟამად უსაფრთხო ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ პოლიციის მაიორი ბესიკ გაბიანი 21 აპრილს, ავიაციის დღეს შს მინისტრმა პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის დააჯილდოვა. იგი შსს-ს რიგებში 2014 წლიდან ირიცხება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი