"გაუმართლა, რომ ელიზაბეტ პირველის პერიოდში არ დაიბადა" - როგორ აფასებს მოდის კრიტიკოსი ქართველი პოლიტიკოსების ჩაცმულობას

"გაუმართლა, რომ ელიზაბეტ პირველის პერიოდში არ დაიბადა" - როგორ აფასებს მოდის კრიტიკოსი ქართველი პოლიტიკოსების ჩაცმულობას

პოლიტიკოსების ჩაცმულობა დიდ ინტერესს იწვევს, საკმარისია პატარა გადაცდომა ჩაცმულობაში და ისინი კრიტიკის ობიექტები ხდებიან. ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობა ცდილობს ამ კრიტიკას თავი აარიდოს და ამიტომ, მთაშიც და პარლამენტშიც კლასიკური სტილის სამოსით იმოსებიან. თუმცა გამონაკლისები ამ სფეროშიც გვყავს. "რეიტინგმა" 5 პოლიტიკოსი შეარჩია, რომლებიც თავიანთი ჩაცმულობის გამო, არაერთხელ გამხდარან საზოგადოების განსჯის ობიექტი. მათ იმიჯზე მოდის კრიტიკოსი გივი რაზმაძე გვესაუბრება.

ნინო ბურჯანაძე

თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, ქალბატონი ნინოს, ბეწვეულისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, შესაძლებელია, მისი სტილის ინსპირაცია ვიპოვოთ, მარგარეტ ტეტჩერის ლუქებში.

საკმაოდ დახვეწილი და ელეგანტური ქალბატონი მისი სახით წარმოგვიდგება, რომელიც ხაზს უსვავს, მაღალ სტატუსს და საკუთარ რეგალიას. ეს კარგია და მივესალმები, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი, აქვს მითუმეტეს ჩაცმის სტილს.

მაშინ როცა, ნინო ბურჯანაძე, ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას ცდილობს, პირველ რიგში მათთან უნდა მიიტანოს მესიჯი - მე თქვენთან ვარ, თქვენიანი ვარ, მესმის და ვიზიარებ იმ საკითხებს, რაც გაწუხებთ, ეს მეც მეხება და ა.შ. მისი ჩაცმულობა კი, ცოტა დაუჯერებელს ხდის ამას, იმ ხალხისთვის, ვისაც შია, არ აქვს ტანსაცმელი და უამრავი პრობლემა აქვს. ბრილიანტების და მარგალიტების ფონზე ვერ ხედავს ადამიანს, რომელიც სხვაზე ფიქრობს და ის უბრალოდ, კომფორტულად ცხოვრების მოყვარული პიროვნებასთან ასოცირდება.

თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელის ჩაცმის კერძო მანერა, განსხვავებულია, ინდივიდუალურია თუ არასტანდარტული, გამოკვეთილი არ არის.

ჩემი სუბიექტური აზრით, ის კომფორტულ სამოსს ანიჭებს უპირატესობას და ლუქის აწყობაზე, ფერების პალიტრაზე და მოდის ტენდენციებზე არასდროს უფიქრია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის სამოსში, თვითდამკვირდების უუნარობა და სურვილის უქონლობა იკითხება. უბრალოდ, მნიშვნელოვანი მისთვის სხვა აქტივობებია.

კახი კალაძე

კახი კალაძის სტილი საკმაოდ ხშირად იცვლება, თუ თვალს მივადევნებთ ის ტენდენციების კარგი ამთვისებელია. აშკარად ადევნებს თვალყურს, როგორ ამინდს გვკარნახობს მსოფლიო მოდის გიგანტები

და შესაბამისად იმოსება... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი