თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე დაკარგული 19 წლის გივი მჭედლიშვილი საქართველოს ტერიტორიაზეა

თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე დაკარგული 19 წლის გივი მჭედლიშვილი საქართველოს ტერიტორიაზეა

ხუთი დღის წინ თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე დაკარგული 19 წლის გივი მჭედლიშვილი საქართველოს ტერიტორიაზეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მჭედლიშვილის დედამ, ინგა მოდებაძემ განუცხადა, მისმა შვილმა საქართველოს საზღვარი საათნახევრის წინ გადმოკვეთა. დედა სხვა დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს.

ინგა მოდებაძის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რით გადაადგილდება გივი მჭედლიშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, რის გამოც შესაბამის უწყებებს დახმარებას სთხოვს.

"არ ვიცი საბაჟოდან რით მიდის თბილისში. ვიცი, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა, თუმცა, არ გვაქვს სხვა ინფორმაცია, რომ მას დავხვდეთ. საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი აქვს საათნახევრის წინ, თურქეთის კონსულმა მითხრა, რომ საბაჟომ არ იცის, თუ რით გადაადგილდება ჩემი შვილი საბაჟოდან. მობილური არ აქვს, ვერ ვახერხებთ დაკავშირებას. გთხოვთ დაგვეხმარეთ", - განაცხადა ინგა მოდებაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი