საგანგებო სიტუაციების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, მოსახლეობას აფრთილებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოში განუცხადეს, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ყურადღება მიაქციოს სანაპირო ზოლზე დადგმულ ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს, არ გასცდნენ მაშველთა პატრულირების არეალს და დაემორჩილონ მათ მითითებებს, არ შევიდნენ წყალში ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე, ყურადღება მიაქციონ ბავშვებს და მოზარდებს, ნუ დატოვებენ მათ მეთვალყურეობის გარეშე.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობისა და შეზღუდული ხილვადობის დროს. ასევე, მოუწოდებენ მოსახლეობას, თავი შეიკავონ წყალში შესვლისგან იქ, სადაც მოწყობილი არ არის სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი და ამკრძალავი ნიშნები ან არ არის შექმნილი პირობები უსაფრთხო ცურვისთვის.

შეგახსნებთ, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 5 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, საშტორმო მდგომარეობის გამო კი, ზღვაში შესვლა აკრძალულია. სანაპიროზე შესაბამისი ამკრძალავი ნიშნები დღეს დილიდან არის აღმართული. ჰიდროგრაფიული სამსახური შტორმის ჩადგომას ზეგ დილიდან ელოდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი