პატიმრობაში მყოფი „ლანცეტის“ დამფუძნებელი, ფარმან ჯეირანლი ციხიდან წერილს აქვეყნებს

 პატიმრობაში მყოფი „ლანცეტის“ დამფუძნებელი, ფარმან ჯეირანლი ციხიდან წერილს აქვეყნებს

მე, ფარმან ჯეირანლიმ, ზუსტად ვიცი, ვისი ორგანიზებით მოხდა ჩემი დაკავებაც და აფგან მუხტარლის აზერბაიჯანის მხარისთვის გადაცემა.

ისტორიულად საქართველო, მათ შორის თბილისი იყო ამიერკავკასიის რეგიონის კულტურის ცენტრი. პოლიტიკური დევნილების ლიდერების თავშესაფარი, მათ შორის თბილისში. საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა მეზობელი სახელმწიფოსგან ჩამოსულ სტუმრებს მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მათი პოლიტიკური დამოკიდებულების მიუხედავად არა თუ ალმაცერად უყურებდა მათ, არამედ ყოველთვის უქმნიდა მათ კარგ პირობებს, როგორც საცხოვრებლად, ასევე სამსახურში დასაქმების კუთხით. არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ ქართულ მხარეს როდესმე სხვა მხარისთვის მიეყიდოს ან გადაეცეს ოპოზიციურად განწყობილი სტუმარი თავიანთი ქვეყნისთვის. ეს გამომდინარეობდა ქართველი კაცის სტუმართმოყვარეობიდან და მენტალიტეტიდან. ეს კავკასიელი კაცის თვისებები იყო. სამწუხაროდ, ბოლო დროს ჩვენ გავხდით ჩვენი წინაპრების ტრადიციების დამრღვევი.

მე, ჩემს ქვეყანაში თავს ვთვლი აზერბაიჯანის რეჟიმის დიქტატორის, ილჰამ ალიევის პირად მძევლად. ჩემთვის ძალიან საწყენია, რომ ჩემს დაკავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს გარკვეულმა პირთა ჯგუფმა, რომლებმაც თავიანთი პირადი ეგოისტური ინტერესების სანაცვლოდ გაყიდეს თავიანთი მოქალაქე. ეს ჯგუფი არის საქართველოს მთავრობის და მთლიანად საქარველოსთვის ძალიან სახიფათო.

მე მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, ვინც ხელმძღვანელობს აღნიშნულ ჯგუფს საქართველოში და ვინ ხელმძღვანელობს აზერბაიჯანულ ჯგუფს, არამარტო ჩემს საქმეს, არამედ აფგან მუხთარლის და სხვების საქმეს. მე ამას განვაცხადებ სასამართლოზე, სადაც მოწვეული იქნება მთელი ჟურნალისტური კოპუსი და მათი მეშვეობით საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა გაიგებს, თუ ვინ არიან ამ ჯგუფის წევრები და ხელმძღვანელები. პრობლემა, რომ გადაწყდეს ისინი ნუ იფიქრებენ ტყულად ჩემს ფიზიკურ გადნადგურებას. ეს ინფორმაცია აქვს ჩემს უახლოეს გარემოცვას. ჩემი განადგურების შემთხვევაში აღნიშნული მაინც გაცხადდება, რადგან არსებობს აუდიო და ვიდეოჩანაწერი - ჩემი ცოცხალი ხმით ჩანაწერი. მე ფიზიკურად ჯანმრთელი ვარ. ავადმყოფობით სიკვდილს არ ვაპირებ, რომ იცოდეს მთელმა საზოგადოებამ. სამწუხაროა, რომ აზებაიჯანის რეჟიმის ინტერესები და ამ ჯგუფის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. აქ საუბარი არაა ფარმან ჯეირანლიზე, საუბარი მიდის ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და ამ ქვეყნის ერთი ადამიანის ღირებულებებზე, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს, რამეთუ ეს ქვეყანა იმ ადამიანებისგან შედგება, როგორიც მე ვარ. ეს ცუდი მაგალითია იმ დარჩენლი მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეწუხდნენ აღნიშნული ფაქტით, რომელიც შეიძლება დაემართოს თითოეულ მათგანს. ასეთი ფაქტები გავლენას იქონიებს საერთაშორისო იმიჯზე, როგორც სამართლებრივი და დემოკრატიული ქვეყნისთვის. ადამიანების ეს ჯგუფი იქცნენ ილჰამ ალიევის მარიონეტებად. ეს კი მთლიანობაში ძალიან ცუდად მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო არენაზე. ერთ დიქტატორს უნდა, რომ აფგან მუხთარლი, ტომარაჩამოცმული, აზერბაიჯანს ჩააბაროს და ფარმან ჯეირანლი ციხეში ჩასვას. მეორე დიქტატორს უნდა მუსტაფა ჩაბუქი გადასცენ თურქეთის რესპუბლიკას. მსგავსი მოვლენები დღემდე არც ერთ ევროპულ სახლემწიფოში არ მომხდარა საითკენაც ჩვენ ვისწრაფით. უნდა აღვნიშნო, რომ ეს გუნდი ჩვენი ქვეყნის მთავრობასაც უქმნის საფრთხეს.

ახლა კი გადავდივარ იმ სასაცილო და აბსურდულ ბრალდებაზე, რომელიც წამიყენა საქართველოს პროკურატურამ, რომელიც უყოყმანოდ გაიზიარა სასამართლომ. მინდა შევეხო სსკ 247-ე მუხლს, სადაც მე მადანაშაულებენ, ვითომდა პაციენტის ახლობლები არ გავაფრთხილე მოსალოდნელი სამომავლო ცუდი შედეგის მიღებისათვის და ყველაზე სასაცილო ისაა, რომ რეკლამის დროს მე ჩავიდინე თაღლითობა და ვაუწყე პაციენტს, თითქოს ოპერაციის ჩამტარებელი ქირურგი მოწვეული მყავდა თურქეთიდან. პირველ რიგში, მე არ ვარ პაციენტის მკურნალი ქირურგი, არც განყოფილების უფროსი და არც კლინიკის მთავარი ექიმი (დირექტორი). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირადად მე არანაირი შეხება არ მქონია… ამის დამტკიცება შეიძლება პაციენტის ავადმყოფობის ისტორიიდან, რომელშიც იურიდიულად ასახულია ყველა მკურნალი ექიმის მიერ გაწეული სამუშაო პაციენტთან, რაც დადასტურებულია ხელმოწერებით. რაც შეეხება ქირურგს, თუ ვინაა ის და საიდანაა ჩამოყვანილი, მოგახსენებთ, რომ მან სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა თურქეთის რესპუბლიკაში (იზმირში) ასევე რეზიდენტურა გაიარა თურქეთში. ლიცენზია ტრანსპლანტოლოგიაზე გაცემულია თურქეთის რესპუბლიკის მიერ და შედის მსოფლიო ტრანსპლატოლოგების ათეულში. აღსანიშნავია ისიც, რომ ქირურგმა მირჯილინ ქაზირმა ბაქოში საქართველოში მაცხოვრებელ პაციენტებს გაუკეთა ოპერაცია, რომლებიც ცოცხლები არიან. გასულ კვირას თურქეთის რესპუბლიკაში ასევე ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თენგიზ სიგუას 16 წლის შვილიშვილს, რომლის დონორი იყო პაციენტის დედა, რომელიც დღემდე საავადმყოფოშია, სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა. ასეთი შემთხვევა, სამწუხაროდ, მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში ხდება ყოველდღე. მაშინ ამ კლინიკის დამფუძნებლები უნდა დაიჭირონ?

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და საქართველოს ტრანპლატოლოგთა ასოციაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ბატონ მ.ქაზიმის, რათა მას ბაქოში მოემზადებინა ქართველი სპეციალისტები ტრანპლანტოლოგიაში, რათა შემდგომში მათ ჩაეტარებინათ ოპერაციები. აღნიშნული წერილი ჩვენ ხელთ გვაქვს, რომლითაც კიდევ ერთხელ მტკიცდება ბატონი მირჯალ ალქაზიმის პროფესიონალიზმი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი ადვოკატები დაუკავშირდნენ ბატონ ქაზიმს და შესთავაზეს თბილისში ჩამოსვლა, მაგრამ მან განაცხადა, რომ ფარმან ჯეირანლის დაკავება პოლიტიკური საკითხია და მას ეშინია თბილისში ჩამოსვლის. ბოლოს შეთანხმდენ, რომ ბატონი ქაზიმ მირჯალნი ადვოკატებს ბაქოში შეხვდებოდა, მაგრამ ბაქოში ჩასულ ჩემს ადვოკატებს მან უარი განუცხადა შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ მას დაემუქრნენ და სასტიკად აუკრძალეს მათთან შეხვედრა. რაც შეეხებათ პაციენტებს, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კლინიკის სარეკლამო სამსახურის მიერ გაწეული რეკლამის შემდეგ ქირურგ მირჯ ალილ ქაზიმს თვითონ დაუკავშირდნენ პაციენტები და შეთანხმდნენ ყველა შესაბამის პროცედურის გავლის შემდეგ დაეგეგმათ ოპერაცია.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩემს მიმართ პროკურატურას ბრალის დადგენილებაში მითითებული ვარ, როგორც კლინიკის დირექტორი. კიდევ ერთხელ ვადასტურებ და ვამტკიცებ, რომ მე არასოდეს ვყოფილვარ კლინიკის დირექტორი. კლინიკის დირექტორი იყო სხვა პიროვნება, რომლის დანიშვნაზე და ფუნქციაზე არსებობს შპს ,,ლანცეტის” იურიდიული ბრძანება. მე პროკურატურამ მომიყენა სსკ 180-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება, თაღლითობა. გთხოვთ გამცეთ ამ კითხვაზე პასუხი. ამ შემთხვევაში ვინ არის თაღლითი? ვინც შეგნებულად გააყალბა ჩემი თანამდებობა და მომიხსენია კლინიკის დირექტორად თუ მე? სამწუხაროა, რომ პროკურატურამ გამოიყენა იმ თანამშრომლების ჩვენებები, რომლებიც მე თავის დროზე არაკეთილსინდისიერი მუშაობისთვის სამსახურიდან გავათავისუფლე და არ დაეყრდნო პროკურატურა ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტაციას. რაც შეეხება სსკ 180-ე მუხლს, უნდა აღვნიშნო, რომ მე არანაირად არ მეხება. პროკურატურამ აღნიშნული მუხლი მომიყენა იმ მოტივით, თითქოს პირველი პაციენტის მიერ ჩარიცხული თანხა მე მივითვისე. უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც პაციენტმა თანხა შემოიტანა კლინიკა ,,ლანცეტის” სალაროში მას ოფიციალურად გამოეწერა სალაროს ქვითარი და ყველანაირი დოკუმენტაცია მას თან იურიდიულად და კანონის დაცვითაა გაფორმებული. მუხლი, რომელიც პროკურატურამ მე მომიყენა ითვალისწინებს თანხის მითვისებას. რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელსაც ასევე ყოველგვარი კანონის დაცვით სათანადო დოკუმენტაციის გაფორმებით ჩაუტარდა ოპერაცია, მათ ოპერაციისგან კუთვნილი თანხა დღესაც არ გადაუხდიათ, უკვე ერთი წელია გასული. სასაცილოა რასაც პროკურატურა მედავება. თითქოს მე ვაპირებდი აღნიშნული თანხის გამოძალვას და მითვისებას. მათ ეს თანხა, რომ ჩაერიცხათ ეს იქნებოდა ოპერაციის ღირებულების თანხა და ჩაირიცხებოდა კლინიკა ,,ლანცეტი”-ს ანგარიშზე. კლინიკა ,,ლანცეტი” არის ჩემი საკუთრება და როგორ შეიძლებოდა, რომ ჩემი კუთვნილი თანხა მე თაღლითური გზით მიმეთვისებინა. მათი მხრიდან ოპერაციის ღირებულების ჩარიცხვის შემთხვევაში ასევე გამოიწერებოდა ოფიციალური დოკუმენტის სალაროს ქვითარი.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მე ვარ კლინიკა ,,ლანცეტის” დამფუძნებელი. კლინიკას ყავს თავისი გენერალური დირექტორი. კლინიკის დირექტორი (მთავარ იექიმი), ფინანსური დირექტორი, იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი და ა.შ. თითეული განყოფილების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია თავიანთი ფუნქციებიდან გამომდინარე. უნდა აღვნიშნო, რომ ორი თვეა ვიმყოფები გლდანის # 8 საპყრობილეში და კლინიკა გამართულად მუშაობს დღესაც ჩემს გარეშე.

2017 წლის 21 მაისიდან ვარ ციხეში. ამ ხნმის განმავლობაში არც ერთხელ არ დაინტერესებულა ჩემი საქმის გამომძიებელი, რომ შემოსულიყო ჩემთან, რათა მისთვის ამეხსნა და სწორი ინფორმაცია მიმეწოდებინა, რომ რასაც ისინი მედავებიან, მე აღნიშნულში ბრალში დანაშაული არ მიმიძღვის და ვარ მართალი. ასევე საინტერესოა, რომ გამოძიების მხარე არ ცდილობს შეხვედრას ჩემს ადვოკატებთან. როგორც სანდო წყაროდან ინფორმაცია მაქვს გამოძიებას სურვილი აქვს ა/წ 12 ივლისს ჩანიშნული სასამართლო პროცესი გადაიდოს და კიდევ ორი თვით გაგრძელდეს საგამოძიებო ვადა. მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ამ მოქმედებებით მე დამაშინებენ, გამტეხენ და მაღიარებინებენ უსაფუძვლოდ წაყენებულ ბრალს. კატეგორიულად ვაცხადებ მე ამისთვის ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და მორალურად მზად ვარ და არ ვაპირებ უკან დახევას იმიტომ რომ ვარ მართალი. ასევე მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი შპს ,,ლანცეტის” თანამდებობიდან, რაც მე ხელს შემიწყობს ოფიციალური ბრძოლისთვის და სიმართლის დადგენაში სასამართლოს ყველა დონის ინსტანციაში.

დღეს არც საქართველოში და არც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არავის ეპარება ეჭვი, რომ მე ვარ პოლიტიკური პატიმარი, გარწმუნეთ, რომ ამას სულ მალე მთელი მსოფლიო გაიგებს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ფარმან ჯეირანლი

03.07.2017 წელი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი