პროექტის ფარგლებში რეგულარულად იმართებოდა ოლიმპიადები, რომელშიც ჯამში 2000-მა აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა. მათ გარდა უშუალოდ საოლიმპიადე ტესტზე მუშაობისა, დამატებით სემინარებიც ჩაუტარდათ, სადაც თითოეულ ამოცანას ნებულას სპეციალისტები მათთვის გასაგებ და მარტივ ენაზე ხსნიდნენ.
"სუპერნოვას" ფარგლებში ოლიმპიადის გარდა ასევე გაიმართა საჯარო ლექციები აბიტურიენტებისთვის, სადაც მათ მოისმინეს პროფესიონალების რჩევები კარიერის დაგეგმვასა და ტრენდულ პროფესიებზე, განიხილეს საპროგრამო ნაწარმოებები სულ ახალ, განსხვავებულ ჭრილში.
ოლიმპიადაში მონაწილე 2000 აბიტურიენტიდან გამოვლინდა 36 საუკეთესო, რომლებმაც ასპარეზობა სუპერფინალში გააგრძელეს. ყველა ის აბიტურიენტი, რომელებმაც გარკვეული ზღვარი გადალახეს, დაჯილდოვდნენ ნებულას ონლაინ კურსების ვაუჩერებით.
ოლიმპიადის დაჯილდოვება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც საქართველოს საუკეთესო მოსწავლეები შეიკრიბნენ და მოპოვებული ჯილდოებს დაისაკუთრეს.
უნივერსიტეტის 4 წლიანი სრული დაფინანსება და ლენოვოს 5 პლანშეტი + კომპიუტერი - აი, ასეთ პრიზები გადაეცათ ნებულას ოლიმპიადის საუკეთესო მონაწილეებს!
R