გაფუჭებული რობინ ჰუდი - "უოლ სტრიტის მგლის" რეალური ისტორია

გაფუჭებული რობინ ჰუდი - "უოლ სტრიტის მგლის" რეალური ისტორია

მარტინ სკორსეზეს ფილმი "უოლ სტრიტის მგელი" უამრავმა კრიტიკოსმა ბოლო წლებში რეჟისორის საუკეთესო ნამუშევრად და ლეონარდო დი კაპრიოს საუკეთესო როლად მონათლა.

ფინანსისტ-თაღლითების ისტორიაში აირია სექსი, ნარკოტიკები და ფული. სიუჟეტი ჯორდან ბელფორტის მემუარებზეა დაფუძნებული, რომელშიც საბროკერო ფირმაში Stratton Oakmont თავის ვნებათაღელვით აღსავსე კარიერაზე მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ სკორსეზე და დი კაპრიო ფასიანი ქაღალდების მაქინაციებზე მეტად უსირცხვილო ჰედონიზმის დემონსტრირებით იყვნენ დაინტერესებული, ფილმში ზუსტად არის გადმოცემული ბელფორტის ერთ-ერთი პირველი გამოაშკარავება, რომელიც ჟურნალ Forbes-ის ფურცლებზე დაიბეჭდა. სტატიის ავტორმა როულა ჰალაფმა, რომელიც ამჟამად Financial Times-ის საერთაშორისო განყოფილების რედაქტორია, ბელფორტს "გაფუჭებული რობინ ჰუდი" უწოდა, რომელიც "მდიდარს ართმევს და საკუთარ თავსა და ბროკერების მხიარულ შანტრაბას აძლევს".

23 წლის ასაკში ჯორდან ბელფორტი ერთი სახლიდან მეორეში გადადიოდა და ნიუ იორკის ლონგ-აილენდში ხორცსა და ზღვის პროდუქტებს ჰყიდდა, თუმცა გამდიდრებაზე ოცნება არასდროს მიუტოვებია. უკვე რამდენიმე თვეში მას სატვირთო გადაზიდვების ქსელი ჰქონდა, კვირაში 5 000 ფუნტი ხორცისა და თევზის მიწოდებას ახერხებდა. ბელფორტი ძალზედ სწრაფად ფართოვდებოდა, მაგრამ კაპიტალი არ ჰყოფნიდა. 25 წლის ასაკში "უოლ სტრიტის მგელმა" თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

მოგვიანებით, ბელფორტმა უფრო ლიკვიდური საქონლის მოძიება დაიწყო და აქციები იპოვა. სტეიკები თუ აქციები - მიზანდასახული ბიზნესმენი დიდ განსხვავებას ვერ ხედავდა.

80-იანი წლების დასასრულს უოლ სტრიტის ვუნდერკინდი "სანაგვე აქციების" გაყიდვებით გამდიდრდა: გაყიდვების ნამდვილმა გენიოსმა, თავად ისწავლა და მერე თავის ბროკერებს კომპანიიდან Stratton Oakmont ასწავლა, როგორ მიეყიდა დიდი პარტიებით ნებისმიერი ნაგავი მდიდარი კლიენტებისთვის.

ასე, მაგალითად, ერთხელ საინვესტიციო კომპანიით Nova Capital (შემდგომშიVisual Equities) დაინტერესდა, რომელსაც არცთუ სახარბიელო საქმიანი რეპუტაციის მქონე ინვესტორი აკონტროლებდა. 1989 წელს ბელფორტმა Nova-ს სერტიფიკატების დიდი პარტია შეიძინა - თითო 1 დოლარად. "გაფუჭებულმა რობინ ჰუდმა" 2,50 დოლარიდან 2,75 დოლარამდე ღირებულების სერტიფიკატების დიდი ნაწილი გამოიყენა და ინვესტორებს თავიდან 5 დოლარად მიჰყიდა, დროთა განმავლობაში კი მათი ფასი 9 დოლარამდე ავარდა. იმის მიხედვით, თუ როგორ იზრდებოდა აქციების ფასი, ბელფორტი დარჩენილ სერტიფიკატებს იყენებდა და ქაღალდებს ყიდდა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი