დღეს დილით სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გონიოში, ზღვაში დაკარგული 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პარალელურად გრძელდება 45 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები, რომელიც ზღვაში 3 ივლისს, ანბანის კოშკთან შევიდა.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.