ფოთისა და ზუგდიდის მატარებლების საკონტაქტო ქსელს მეხი დაეცა

ფოთისა და ზუგდიდის მატარებლების საკონტაქტო ქსელს მეხი დაეცა

მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო ფოთისა და ზუგდიდის მატარებლების მოძრაობა შეფერხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს რკინიგზაში" განუცხადეს, ორივე სამგზავრო მატარებლის შემთხვევაში საკონტაქტო ქსელს მეხი დაეცა, რამაც მატარებლების მწყობრიდან გამოყვანა გამოიწვია. თუმცა, უწყების ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში პრობლემა მალე აღმოიფხვრა.

უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ამ ეტაპზე ორივე მატარებელი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მოძრაობას. "დანარჩენები მატარებლები გრაფიკის მიხედვით მოძრაობენ და იმედი გვაქვს, ასეც გაგრძელდება", - აცხადებენ უწყებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი