უახლესი ინფორმაცია ხევსურეთში ჩარჩენილ 5 ტურისტთან დაკავშირებით

უახლესი ინფორმაცია ხევსურეთში ჩარჩენილ 5 ტურისტთან დაკავშირებით

ხევსურეთში ჩარჩენილ 5 ტურისტს სავარაუდოდ, დღეს გამოიყვანენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტურისტების ადგილსამყოფელი დადგენილია.

"ჩვენი სამაშველო ჯგუფები გასულები არიან. ვეკონტაქტებით, ვიცით, რომ თავს კარგად გრძნობენ და დღეს სავარაუდოდ, მოხდება მათი გამოყვანა", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

დუშეთის რაიონის სოფელ შატილში ჩასული ტურისტები, უამინდობის გამო გზებზე შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, სოფლის დატოვებას ვერ ახერხებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი