თოდუას კლინიკაში ხანძარი გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი კლინიკის სათავსოში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო და ერთი სამაშველო ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.