სოფელ ბერშუეთთან აქციი "არა ოკუპაციას" მონაწილეები კარვებს შლიან

სოფელ ბერშუეთთან აქციი "არა ოკუპაციას" მონაწილეები კარვებს შლიან

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან აქციის მონაწილეები, საოკუპაციო ხაზთან კარვებს შლიან. როგორც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეთა ნაწილი კარვებში დარჩენას ხვალ საღამომდე აპირებს.

სტუდენტების მიერ სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციას "არა ოკუპაციას!" მოსახლეობა შეუერთდა. აქციის მონაწილეები, სოფელ ბერშუეთთან იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც რამდენიმე დღის წინ, ე.წ. მესაზღვრეებმა კიდევ ერთი მწვანე ბანერი დაამონტაჟეს.

ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, სამართალდამცავები ადგილზე აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი