საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩეხეთის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ტაიმის მიწურულს ჩეხებმა კუთხური ჩააწოდეს, ონდრეი სასინკამ კი თავური დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა. 70-ე წუთზე ჩეხებმა კუთხურიდან მეორედ გაიტანეს - ამჯერად ლიბორ ჰოლიკმა.

sportall.ge-ის ინფორმაციით, მსაჯს გულშემატკივრის ნასროლი მობილური ტელეფონი მოხვდა, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა. მოედანი ჩეხმა ფეხბურთელებმაც დატოვეს, თუმცა როგორც მსაჯი, ისე ფეხბურთელები, მოედანზე მალევე დაბრუნდნენ.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ერთი გამარჯვება ჰქონდა, ორჯერ კი დამარცხდა და 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე 7 ქულით პორტუგალიელები გავიდნენ. 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ჩეხეთის ნაკრები, შვედებს კი 1 ქულით ბოლო, მეოთხე ადგილი ერგოთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი