ბათუმის საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა - ჰოსპიტალის დირექტორის კომენტარი შემთხვევაზე

ბათუმის საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა - ჰოსპიტალის დირექტორის კომენტარი შემთხვევაზე

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა. 34 წლის ქალმა ჭარბი წონის გამო კუჭის ოპერაცია ერთი თვის წინ გაიკეთა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუარესდა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ოჯახის წევრები ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ გუშინ საღამოს რეფერალური საავადმყოფოს ეზოში აქცია გამართეს.

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი ნათია ნუცუბიძე აცხადებს, რომ 34 წლის ნინო კაცაძე საავადმყოფოში 22 ივნისს იშემიური ინსულტის დიაგნოზით მოთავსდა და მას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული ჰქონდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნათია ნუცუბიძემ განუცხადა, ქალს კუჭის ოპერაცია არა ერთი, არამედ რამდენიმე თვის წინ გაუკეთდა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ეს არ ყოფილა.

"პაციენტმა კუჭის ბარიატრიული ოპერაცია 2 აპრილს გაიკეთა. აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ბარიატრიული ოპერაცია იშემიურ ინსულტთან, რომელიც არის ნევროლოგიური პრობლემა და, შესაბამისად, ნევროლოგიური პრობლემა გამოწვეული იყო იმისგან, რომ პაციენტს ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღენიშნებოდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ენდოკრინული სისტემის, რის გამოც ბარიატრიული ოპერაცია ჩატარდა. ჭარბი წონა უკვე სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. კუჭის ოპერაცია ორი თვის წინ გაკეთდა და ამისგან დამოუკიდებლად, 22 ივნისს ჩვენთან პაციენტი იშემიური ინსულტით შემოიყვანეს. ის უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მისი გადაყვანა უნდოდათ, თუმცა, ჩვენ არანაირ პრობლემას არ შევუქმნიდით. ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად მდგომარეობის დასტაბილურება ვერ მოხერხდა",- აცხადებს ნათია ნუცუბიძე.

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში 34 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია