ვაკანსიების ვებგვერდ Jobs.ge-ზე სამსახურს ყოველკვირეულად საშუალოდ, 16 414 პირი ეძებს. როგორც წესი, სამსახურის მაძიებლები აღნიშნავენ, რომ კომპანიების სტანდარტებს შორის, ერთ-ერთი რთულად დასაკმაყოფილებელი გამოცდილების მოთხოვნაა. მართლაც, ძირითად ვაკანსიებზე კომპანიები მინიმუმ 6 თვიან და მაქსიმუმ 5 წლიან გამოცდილებას ითხოვენ, რაც ახალგაზრდებისთვის პრობლემას წარმოადგენს.
ასეთი სტანდარტები, როგორც წესი, სუპერმარკეტებსა და სხვა ტიპის მაღაზიებს არ აქვთ, სადაც ძირითადი მოთხოვნები კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარია.
სად და რა პროფესიით შეგიძლიათ დასაქმდეთ კერძო სექტორში?
ჩვენს ქვეყანაში ძირითადი მოთხოვნა ვებ და PHP დეველოპერებზე, პროგრამისტებზე, IT მხარდამჭრებზე და გრაფიკული დიზაინის მცოდნე პირებზეა. ამ ვაკანსიებზე კომპანიების მთავარ მოთხოვნა არა გამოცდილება, არამედ, შემოქმედებითი მიდგომისა და ახალი იდეების განხორციელების უნარებია.
IT სპეციალისტები სხვადასხვა საქმიანობით დაკავებულ კომპანიებს, მაგალითად, სუპერმარკეტების ქსელებსა და ბანკებს ესაჭიროებათ. შესაბამისად, თუ ამ პროფილის მქონე ხართ, წესით, დასაქმება არ უნდა გაგიჭირდეთ. წაიკითხეთ გაგრძელება